სასტუმრო “მირაჟი” მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროს ერთ–ერთ ულამაზეს კურორტზე – ურეკში, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური სუბტროპიკული კლიმატითა და გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშით.
სასტუმრო მირაჟი ურეკში არის 30 ნომრიანი, კეთილმოწყობილი საოჯახო ტიპის სასტუმრო, რომელიც 2003 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს და უზრუნველყოფს სტუმრებისთვის მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნას.
სასტუმროს ყოველი ნომერი არის სტანდარტული ტიპის და გააჩნია საკუთარი სველი წერტილი, კონდიცირება, ტელევიზორი, მაცივარი და WiFi.
სასტუმროს გამწვანებულ ტერიტორიაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ უმაღლეს დონეზე მოვლილი საცურაო აუზით, საშხაპეებითა და უფასო შეზლონგებით.
სასტუმროს ტერიტორიაზე, გარეთ გაუსვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ კვების ობიექტით ქართული სამზარეულოთი, რომელიც მორგებულია ჯანსაღი კვებისთვის.

